ბიძინა ივანიშვილი:  საქართველოდან წასულები უნდა დავაბრუნოთ და ღირსეულად ცხოვრების საშუალება მივცეთ

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოდან წასულები უნდა დავაბრუნოთ და ღირსეულად ცხოვრების საშუალება მივცეთ

ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოდან წასულები უნდა დავაბრუნოთ და მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად იცხოვრონ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სოფელ თამარისში სტუმრობისას განაცხადა.

,,რა თქმა უნდა, ყოფითი პრობლემები არსებობს, სოფლებში არა აქვთ გაზი, ბევრი პრობლემაა. კარგად მოგეხსენებათ, რომ სოფელი იყო მიტოვებული. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, წასული ხალხი დავაბრუნოთ და მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად იცხოვრონ საკუთარ სოფლებში. მილიონ ორასი ათასი ქვეყნიდანაა გასული ლუკმაპურის საშოვნელად - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ელემენტარულ, პრიმიტიულ შრომას ეწევიან იმისთვის, რომ საკუთარი ელემენტარული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ", _ განაცხადა, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.