ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ურჩევს

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ურჩევს

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ურჩევს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2012 წლის ანგარიშში, რომელიც ჟურნალისტებს დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა წარუდგინა. 

ევროკავშირი საქართველოს ასევე ურჩევს, გააუმჯობესოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

"გააქტიუროს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება და გააუმჯობესოს კონფლიქტის მოგვარება დე-ფაქტო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის გზების გამონახვისა და ფინანსური რესურსების მოძიების საშუალებით, პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტირების წახალისების მიზნით, ასევე ცვლილებები შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში", - აღნიშნულია ანგარიშში.