რიჩარდ ნორლანდმა და დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს

რიჩარდ ნორლანდმა და დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეპუტატებსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდის შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. როგორც თედო ჯაფარიძემ განაცხადა, ამერიკის ელჩმა დააფიქსირა, რომ აშშ აკვირდება ამ პროცესებს. მისივე თქმით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. მას და რიჩარდ ნორლანდ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ წუთებში აშშ-ს ელჩი უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს ხვდება. სავარუდო, ნორლანდი კომენტარს აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.