გოკა გაბაშვილი:  პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა

გოკა გაბაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა

საკონსტიტუციო ცვლილება დღესვე თუ არ დამტკიცდა, არაფერიც არ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ინიციატივა დღეს ან ოქტომბერში აუცილებლად ამოქმედდება. 

"თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება დღესვე არ გავა, არაფერიც არ მოხდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ მუხლის გამოყენებას არ ვაპირებთ. იმისთვის, რომ ეს მუხლი დღესვე გაქრეს საქართველოს კონსტიტუციიდან, ამისთვის საჭიროა მარტივი რამ - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ შეასრულოს რეგლამენტის მოთხოვნა სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით.", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს ოპოზიცია განსაკუთრებულ რამეს ითხოვს.

პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს.

ამასთან, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში ტოვებს ნორმებს, რომლითაც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ასევე, ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირებაც და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.

უმცირესობა საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარებას ითხოვს, რაზეც გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.

პროექტის მეორე მოსმენით განხილვა 22 მარტს არის დაგეგმილი