პრემიერმა ნოვრუზ ბაირამი ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მიულოცა

პრემიერმა ნოვრუზ ბაირამი ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მიულოცა

ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები მარნეულის ცენტრში დღეს დილიდან მიმდინარეობს. მარნეულელებს დღესასწაული პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა. მან მარნეულის ცენტრში სიმბოლური კოცონი აანთო, რომელსაც ტრადიციულად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ადგილობრივები ანთებენ. პრემიერმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მარნეულის ცენტრში გამართულ კონცერტსაც დაესწრო.

მარნეულელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მთავრობის სხვა წევრებმაც მიულოცეს. კერძოდ, მარნეულში იმყოფებოდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისსა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

ნოვრუზ ბაირამს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ტრადიციულად 21 მარტს აღნიშნავენ. ნოვრზ ბაირამი სახალხო დღესასწაულია და გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს.