რიჩარდ ნორლანდისა და დეპუტატების შეხვედრას დავით უსუფაშვილიც ესწრება

რიჩარდ ნორლანდისა და დეპუტატების შეხვედრას დავით უსუფაშვილიც ესწრება

საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ხვდება. ამერიკელი დიპლომატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ აცნობს ინფორმაციას. 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრება.

ნორლანდი დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. შეხვედრამდე კომენტარები არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, ელჩი კომენტარს დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.