ნუგზარ წიკლაური:  თუ სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარდება, უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

ნუგზარ წიკლაური: თუ სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარდება, უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

იმ შემთხვევაში, თუ სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარდება, უმცირესობა არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, შემთხვევაში თუ სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარდება, უმრავლესობას მხოლოდ თავისი ხმების იმედად მოუწევს ყოფნა.

"ჩვენ ვითხოვთ, ძალიან კონკრეტულ რამეს, ეს არის სარეიტინგო კენჭისყრა. ამ კენჭისყრით ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ როგორ არის ხმების გადანაწილება და რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამის გაკეთება არის ძალიან მარტივი საკითხი და იმ შემთხვევაში თუ არ გაკეთდება ეს, ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა წიკლაურმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ ამ სხდომაზე მიიღებს.