საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ბიჭიკო რ. იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებული 21 მარტს, თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, ორ მეგობართან ერთად „მერსედესი“–ს მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, რომელსაც მართავდა გრიგოლ ხ.
საპატრულო პოლიციამ აღნიშნული ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც ბიჭიკო რ–მ იარაღის გადამალვა სცადა, რაც შეამჩნია პატრულის თანამშრომელმა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვალიერებისას „ჩე–ზე“–ს სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სსსკ–ის 236–ე მუხლის (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა) 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს იძიებს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური.