ირაკლი ალასანია საფრთხეებს შორის სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერაქტის შესაძლებლობას ასახელებს

ირაკლი ალასანია საფრთხეებს შორის სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერაქტის შესაძლებლობას ასახელებს

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია საქართველოს საფრთხეებს შორის სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის პოტენციურ შესაძლებლობასაც ასახელებს. "საფრთხედ რჩება უკვე დაგეგმილი ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორიზმის შესაძლო, პოტენციური საფრთხე. აქედან გამომდინარე, შსს-სთან ერთად გვაქვს ძლიერი კომპლექსური ურთიერთქმედება, რომ ყველა მოსალოდნელი საფრთხე საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაქსიმალურად იყოს გათვლილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე.

მისივე განმარტებით, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ საფრთხის პრევენციაში საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ერთად ჩაერთოს.

ირაკლი ალასანია დეპუტატებს გასული 4 თვის საქმიანობის ანგარიშს აბარებს.