უფლედამცველ ნანა კაკაბაძე ყოფილ პატიმარს ვახტანგ-ნინო ოქროპირიძეს სიცრუეში ადანაშაულებს.
როგორც "პირWელს" კაკაბაძემ განუცხადა, "ვახტანგ-ნინო ოქროპირიძემ ადრე გააკეთა განცხადება, თითქოს მას საპატიმროში ვლადიმერ ბედუკაძე აუპატიურებდა, ახლა კი ამბობს, რომ მას ამის თქმა ნანა კაკაბაძემ აიძულა".
"ყოფილი პატიმარი ვახტანგ-ნინო ოქროპირიძე არასდროს თვალით არ მინახავს, მან რამდენჯერმე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ოქროპირიძემ განცხადება გააკეთა, რომ ის ვლადიმერ ბედუკაძემ გააუპატიურა რამდენჯერმე. ახლა გამოდის და იძახის, ეს ჩემი აზრი არ იყო, ნანა კაკაბაძემ მათქმევინაო. ეს არის სრული აბსურდი. თვალითაც არ მინახავს ის. ეს ალბათ, იმ ბინძური კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა აგორებული", - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, მას არც ბედუკაძესთან აქვს რაიმე საერთო და მასთან შეხება არასდროს ჰქონია.