მიხეილ სააკაშვილი - მთავრობას გაუშვებს ქართველი ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით

მიხეილ სააკაშვილი - მთავრობას გაუშვებს ქართველი ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით

მთავრობას გაუშვებს ქართველი ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და მთავრობას თავად ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით გაუშვებს.

"არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვადასტურებ, რომ არ ვაპირებ ამ უფლებამოსილების გამოყენებას. მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამისკენ მოგვიწოდებს, რომ ასეთი საკითხები არ წყდება პრეზიდენტის ხელმოწერით ან ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მთავრობას გაუშვებს ქართველი ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით. ამ საკითხის დაყენება იყო წარმოსახვითი საფრთხეების შექმნა. მესმის კარგად, რომ თუკი უმრავლესობას აქვს დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებამოსილება არსებობს, ჩვენ მზად ვართ ეს დისკომფორტი მოვუხსნათ, იმიტომ, რომ მათ მოახდინონ კონცენტრაცია ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ხალხს მიხედონ", -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.