რიჩარდ ნორლანდს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ

რიჩარდ ნორლანდს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა რიჩარდ ნორლანდს პარლამენტში 12:00 საათისთვის ელოდებიან. მისივე ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ელჩებს პერიოდულად უსმენს.

"აშშ-ის ელჩი წარმოადგენს ანგარიშს საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ელჩებს და ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ჩვენ უკვე ხუთ დიპლომატს მოვუსმინეთ, მათ შორის ისრაელისა და შვეიცარიის ელჩებს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია რიჩარდ ნორლანდის განცხადება პრესისთვის.