საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ფილიპინების საკონსულოს წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ფილიპინების საკონსულოს წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზას ფილიპინების რესპუბლიკის საპატიო კონსული ეწვია. შეხვედრაზე კონსულმა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ფილიპინების რესპუბლიკაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფილიპინების საკონსულოს წარმომადგენლებს 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს, რომელიც სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ფილიპინელი მოსახლეობისთვის გაიგზავნება.