მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი მიულოცავს

მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი მიულოცავს

21 მარტს, 12 საათზე, მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წითელ ხიდზე, სასაზღვრო პოლიციის მე–3 სამმართველოში გაიმართება. მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიულოცავს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ასევე ევროკავშირის, გაეროს განვითარების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოში ნატოს წარმომადგენლები.

საიუბილეო დღეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები და მესაზღვრეები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო უწყების განვითარების საქმეში, მედლებით, სამკერდე ნიშნებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ამავე დღეს, 12 საათზე, ფოთში, მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტშიც გაიმართება. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მესაზღვრეების პროფესიული დღე საქართველოში 14 წელია აღინიშნება.