სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე დავით შერვაშიძეს მოუსმენენ. შერვაშიძე აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მიიწვია.
დეპუტატები მინისტრის პირველი მოადგილისგან ელოდებიან ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია.