თბილისის მერი გიგი უგულავა ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონული კონგრესის პრეზიდენტს , ჰერვინგ ვან სტაას და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრიას კიფერს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართვლოს რეგიონულ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები იყო.
"გიგი უგულავამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონული კონგრესის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ის ზეწოლის ფაქტები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებზე პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განხორციელდა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიგი უგულავამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონული კონგრესის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იმ 9 წლიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს
"საქართველოში 9 წლიანი რეფორმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობები. ახლა კი ამ პროცესს გაგრძელება, ადგილობივ თვითმმართველობებს კი გაძლიერება სჭირდება", - განაცხადა თბილისის მერმა.