საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხვალ ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს , საქართველოში ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლითაც ADB პროექტისათვის გამოყოფს დაახლოებით 48 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო.