ამნისტირებული ვაჰაგან ჩახალიანი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან გარკვეული ინფორმაციის მისაღებად იყო მისული.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ განუცხადა, ჩახალიანს თავის ახლობელზე აინტერესებდა რაღაც ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მან კომიტეტის აპარატიდან მიიღო.
"ჩახალიანი დაბარებული არ ყოფილა კომიტეტში. მას უბრალოდ აინტერესებდა თავის ახლობლებზე რაღაც ინფორმაცია კომიტეტში და ჩვეულებრივად მოვიდა. ეს ინფორმაცია აპარატიდან მიიღო. ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ ჩახალიანისგან ხელოვნურად იქმნება რაღაც ფიგურა. მე თავიდანვე არ მიმაჩნდა ის არც ექსტრემისტად და არც სეპარატისტად", - აღნიშნა ფოფხაძემ.
ორგანიზაცია "ჯავახკის" თავმჯდომარე ვაჰაგან ჩახალიანი პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.