სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 2013 წლის 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული 355 პირი (ბრალდებული/მსჯავრდებული). მათ შორის: საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა - 121 ბრალდებული/მსჯავრდებული, საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა - 5 მსჯავრდებულს, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა - 229 მსჯავრდებულს.
ამნისტირებულ 355 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის 330 მამრობითი (არასრულწლოვანი - 3, სრულწლოვანი - 324, ხანდაზმული - 3) და 25 მდედრობითი (სრულწლოვანი - 23, ხანდაზმული - 2) სქესის იყო.
სამინისტრო ასევე აქვეყნებს ამნისტირებულ პირობით მსჯავრდებულთა სტატისტიკასაც, რომლის მიხედვითაც, 11 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 5 492 პირობით მსჯავრდებული. მათ შორის: პირობითი მსჯავრი მოეხსნა - 3 294 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი გაუნახევრდა - 583 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი შეუმცირდა - 1 615 პირობით მსჯავრდებულს.
ამნისტირებულ 5 492 პირობით მსჯავრდებულს შორის 5 264 მამრობითი (არასრულწლოვანი - 53, სრულწლოვანი - 5 107, ხანდაზმული - 104) და 228 მდედრობითი (არასრულწლოვანი - 2, სრულწლოვანი - 214, ხანდაზმული - 12) სქესის იყო.