სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე სოფო ჯაფარიძე გემანიის ელჩს ორთვინ ჰენიგს და საელჩოს პირველ მოადგილეს გვიდო მიუნთელს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციარულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მათ ასევე განიხილეს მიმდინარე რეფორმები, სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.