დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ფინანსური ამნისტიის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა.
ფინანსურ-საგადასახადო ამნისტიისა და ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულების დეკრიმინალიზაციის თაობაზე პრეზიდენტის საკანონმდებლო პაკეტის ჩაგდების შემდეგ, პარლამენტში დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის ახალი ინიციატივა შევიდა.
საკანონმდებლო პაკეტი შვიდ კანონპროექტს მოიცავს, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ოფიციალურად ინიცირებულია.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტის მიერ შეტანილი პროექტის კორექტირებული ვარიანტია და მსხვილ ბიზნესმენებს არ შეეხებათ.
"ამ ინიციატივაში ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა მსხვილ ბიზნესმენს. შეიძლება შემოვიღოთ გარკვეული ზღვარი, მაგალითად, როგორია კომპანიის ბრუნვა და ყველა ის კომპანია, რომლის ბრუნვაც არის, ვთქვათ, მილიონზე ნაკლები, დაექვემდებარება ამნისტიას", – განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ.