რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
"გილოცავთ ამ დღესასწაულს! თითოეული თქვენგანი ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეა. ჩვენ ერთად ვაშენებთ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს და ჩვენი მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობები შეგიქმნათ", - მიმართავს სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს.
21 მარტს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლის და გაზაფხულის დადგომასთან არის დაკავშირებული.