ბინათმშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა.
ამის შესახებ დეპუტატებს თამაზ ავდალიანმა განაცხადა, რომელიც კომისიას უხელმძღვანელებს.
ავდალიანის განმარტებით, ბინათმშენებლობებთან დაკავშირებით კომისიის შექმნის გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო, ამ ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიც უერთდება.
"კომისია ბინათმშენებლობის სექტორში შექმნილ იმ მდგომარეობას შეისწავლის, რომელიც 2008 წლიდან განვითარდა. ამ პერიოდიდან დარგი დაღმაა წასული და ძალიან დიდი პრობლემებია შექმნილი. ბინას 15 ათასი ოჯახი ელოდება, რომელშიც მათ ფული უკვე გადახდილი აქვთ", - აღნიშნა თამაზ ავდალიანმა.
მისივე თქმით, ბინათმშენებლობის სექტორში შექმნილ მდგომარეობაში წვლილი მიუძღვით ბანკებს და საჭიროა მათთან მიმართებაში რაიმე წესის შემუშავება.
კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სამინისტროებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. როგორც ავდალიანი აცხადებს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიას შეუერთდნენ.