სასამართლო

სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე 19 ბიზნესმენისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. 

ბრალდებულ ბიზნესმენებს არიან შორის ლაურა ღაჭავა, მისი ვაჟი დავით კოდუა და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი. მათ ბრალად წარდგენილი აქვთ დიდი ოდენობით ქონების მითვისება მოჩვენებითი გარიგებით, ასევე - ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება.

პროკურატურა ყველა ბრალდებული ბიზნესმენისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვს. კონკრეტულად ლაურა ღაჭავას შემთხვევაში პროკურატურა ითხოვს 1 600 000 ლარიანი გირაოს, იმავე თანხას ითხოვს მისი შვილის - დავით კოდუასათვის.

რაც შეეხება ბრალდებულ ცეზარ ჩოჩელს, მისთვის ბრალდების მხარე 650 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას აყენებს.