ოპოზიციის ლიდერს ვირთხამ უკბინა

ოპოზიციის ლიდერს ვირთხამ უკბინა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერი, ჰელენ ზილე გაზეთის ყიდვისას დიდი ზომის ვირთხის თავდასხმამ დააზარალა. ამის შესახებ ქალბატონმა სოციალურ ქსელში განაცხადა და შესაბამისი ფოტოც გაავრცელა.

ამ შეტყობინებას „ტვიტერზე“ ზილეს გულშემატკივრების შეშფოთება მოჰყვა. ზოგმა ისიც კი ივარაუდა, რომ ვირთხა შესაძლოა მმართველი პარტიის, „აფრიკის ეროვნული კონგრესის“ მიერ მიგზავნილი იყო.

მოგვიანებით, პოლიტიკოსის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თუკი ქუჩებში ვირთხებმა ადამიანებზე თავდასხმები დაიწყეს, ე.ი. ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.

მომზადებულია www.iol.co.za მიხედვით