შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები წარუდგინეს.
დონაძის თქმით, კადრებში ჩანს, რომ გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი შემთხვევის ადგილზეა და მანქანიდან იძახებს სასწრაფოს.
"გასროლიდან 39-ე წამზე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, გოჩა მუკბანიანი დგას შემთხვევის ადგილზე, შემდეგ ჯდება მანქანაში და იძახებს პატრულს ტექსტით - "არიან დაკავებულები, დაჭრილები, არის იარაღი, გამოუშვით სასწრაფო", - აცხადებს დონაძე.
მისი თქმით, მუკბანიანი სასჯალესრულების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენება მისცა. დონაძე მოითხოვს, რომ მუკბანიანი იგივე ბრალდებით დააკავონ, რა ბრალდებითაც არის დაკავებული მაიზერ ლიპარტელიანი, რაც ურთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემას გულისხმობს.
გურამ დონაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი კოლეგების ქეთევან ხოსიტაშვილისა და დავით ქაშიაშვილის დაკითხვაც მოხდა, რომლებმაც გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს და ცრუ ჩვენებები მისცეს.
"პატივს ვცემ დათოს. ვურჩევ, რომ თქვას სიმართლე და არ გაავრცელოს ცრუ ჩვენებები", - აცხადებს დონაძე.
მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მოხდა, დავით ქაშიაშვილი "პატრულის" თანამშრომელი არ იყო.