დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, 19 აპრილს დაგეგმილი აქცია მათ განვლილ ცხრაწლიან მოღვაწეობას მიუძღვნან და ამ დღეს საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.
ეს რჩევა კოლეგებს ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისცა და იქვე განმარტა, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციაში ყოფნისა და ხელისუფლების კრიტიკის მორალური თუ პოლიტიკური უფლება.
"მინდა გავერკვიო, რას ნიშნავს ეს სარეიტინგო გამოკითხვა. ვამბობთ, რომ კონსტიტუციაში დევს ბოროტება და საჭიროა, მისი სამართლიანობით შეცვლა, თქვენ კი აცხადებთ, რომ რამდენი კაციც დაგვჭირდება, იმდენი გახდება სამართლიანი. ეს ხომ თქვენი სინდისის, ნამუსის და მრწამსის გადაწყვეტილებაა. სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარებისას, ასე რომ მოვიქცეთ - უმრავლესობიდან 50 კაცმა ხმა არ მისცეს პროექტს და გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ 50 ხმა გვჭრდება... ადექით და მიეცით ხმა და არა რაღაცის გამოყების მიზნით", - მიმართა ქანთარიამ ოპოზიციას მიმდინარე სესიაზე.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა გახდეს ოპოზიციური ძალა, იყოს ხელშეუხებელი, რასაც საზოგადოება არ სცნობს.