შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში 18 მარტს მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღობაში მონაწილეობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ლევან ა. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, ორ თანამზრახველთან – კონსტანტინე რ-სა და მეგი მ-სთან ერთად 18 მარტს, გამთენიისას, ე.წ. პეტრე–პავლეს სასაფლაოზე ტაქსის მძღოლის ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა. მძღოლის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ ლევან ა. თანამზრახველებთან ერთად შემთხვვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დადგენა–დაკავების მიზნით მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლ. წასრულში ყაჩაღობისთვისაა ნასამართლევი.
გამოძიება აღნიშნული პიროვნების მიმართ საქართველოს სსკ-ს 376-ე (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) მუხლით მიმდინარეობს.