საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატებში არ ჩაერევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე განმარტა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებულია, რომ არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული უნდა იყვნენ ან ორი მესამედის უმრავლესობით, ან გარკვეული პროპორციული მეთოდით.
"ასეთია რეკომენდაციები. პროპორციული არჩეული კი ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, ორივე მხარე, ანუ უმრავლესობაც და უმცირესობაც გარკვეულ კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ და უმცირესობის ხმებიც უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.