დავით ბაქრაძე:  სარეიტინგო კენჭისყრა წერტილს დაუსვამს, აქვს თუ არა მნიშვნელობა ოპოზიციის ხმებს

დავით ბაქრაძე: სარეიტინგო კენჭისყრა წერტილს დაუსვამს, აქვს თუ არა მნიშვნელობა ოპოზიციის ხმებს

საპარლამენტო უმცირესობა კვლავ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საპასუხოდ განაცხადა. 

ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ სარეიტინგო კენჭისყრა დაუსვამს წერტილს საუბარს იმის შესახებ, აქვს თუ არა მნიშვნელობა ოპოზიციის ხმებსა და მხარდაჭერას.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვესმოდა სხვა ტონში საუბარი უმრავლესობის ლიდერთა მხრიდან, რომ ჩვენს გარეშეც იქნებოდა ეს ცვლილება მიღებული და რომ არანაირი მნიშვნელოვა არა აქვს ოპოზიიის განწყობას, დამოკიდებულებას, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელიც საკუთრი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით დაუჭერენ მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს და ეს არ არის დამოკიდებული ოპოზიციის პოზიციაზე. ამ ყველაფრის მარტივი გარკვევის გზა სარეიტინგო კენჭისყრაა. მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ არა იმ პირობებში, როცა საუბარია, რომ ოპოზიციის ხმებს, განწყობასა და დამოკიდებულებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მივესალმები თქვენს განცხადების ტონალობასა და შინაარსს და იმედი მაქვს, რომ ამ ტონალობიდან და შინაარსიდან გამომდიბარე, ხვალინდელ სესიაზე წერტილი დაესმება ამ საკითხს. სარეიტინგო კენჭიყრა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ამ ყველაფერს. ეს არ არის არც ძალის დემონსტრორება, არ კაპრიზი, ეს არის საშუალება ამ თემაზე წერტილის დასმისა" - განაცხადა ბაქრაძემ დავით უსუფაშვილის განცხადების საპასუხოდ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე ვერ გავა.

მისივე განმარტებით, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ კითხვაზე პასუხი – ახერხებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე გატანას, ელემენტარული არითმეტიკიდანაც ჩანს, სარეიტინგო გამოკითხვის აუცილებელი არ არსებობს.

"მინდა, განვმარტო ყველასთვის, თუ რა მდგომარეობაა პარლამენტში. დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტში არის 147 წევრი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდება სულ მცირე 100 ხმა. უმცირესობის რიგებში დღევანდელი მდგომარეობით ირიცხება პარლამენტის 53 წევრი, შესაბამისად შეკითხვაზე, რა შემთხვევაში იქნება მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები, განვმარტავ – კონსტიტუციური ცვლილებები მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერენ "ნაციონალური მოძრაობაში" დღევანდელი მდგომარეობით რიცხული პარლამენტის წევრები. ამიტომ, საკითხზე, სარეიტინგო გამოკითხვა უნდა ჩატარდეს იმის გასარკვევად, საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე, ჩემი პასუხია ასეთი - ცვლილებები ვერ გავა, რადგან 147 მინუს 53 არის 100-ზე ნაკლები. ამას მათემატიკა გვეუბნება, შესაბამისად, სრულიად გარკვეულია ეს საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური, არამედ არითმატიკაზე დამყარებული პასუხი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, უმრავლესობა უმცირესობისგან ხმებს არ ითხოვს, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში თანამონაწილეობას სთავაზობს.