ნოდარ ხადურმა მოქალაქეთა მიღების დღედ ორშაბათი გამოაცხადა

ნოდარ ხადურმა მოქალაქეთა მიღების დღედ ორშაბათი გამოაცხადა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოქალაქეთა მიღების ოფიციალურ დღედ ორშაბათი გამოაცხადა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს მუშაობის გამჭირვალობისა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის უზრუნველსაყოფად, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მოქალაქეთა მიღების ოფიციალურ დღედ ორშაბათი გამოაცხადა.

მინისტრთან შეხვედრის თხოვნით ფინანსთა სამინისტროს ბოლო პერიოდში უკვე 200-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

მოქალაქეების მიღება ორშაბათობით, 18:00 საათიდან დაიწყება. მიღება წინასწარი ჩაწერით იწარმოებს.