ლევან ბერძენიშვილი:   საკონსტიტუციო ცვლილებები თამაში –

ლევან ბერძენიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები თამაში –"რა, სად, როდის" არ არის

საკონსტიტუციო ცვლილებები ინტელექტუალური თამაში - "რა, სად, როდის" არ არის, რომ გამოსავალიდან გონებამახვილური გამოსავალი მოიფიქირო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება, რომ სავალდებულო კენჭისყრა ჩატარდეს, სერიოზულად არ ჟღერს.

"ჩვენთვის ცნობილია უმცირესობის წინადადება, რომლიც საინტერესოა, მაგრამ ვერ გეტყვით ხვალ რა მოხდება. შეიძლება ეს კენჭისყრა მიიღონ, ან არა, მაგრამ მეჩვენება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ინტელექტუალური თამაში - "რა, სად, როდის" არ არის, რომ გამოსავალიდან გონებამახვილური გამოსავალი მოიფიქირო. მე რომ მკითხოთ, არანაირ სავალდებულო კენჭისყრას არ მოვითხოვდი იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ უნდა ხმა რაღაცას არ მისცეს, ნუ მისცემს, რადგან ჩვენ მათი დამადლებული არაფერი არ გვინდა. ეს ცვლილება სჭირდება ქვეყანას, არა ჩვენ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.