სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების ერთ-ერთი პირობა კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლეა

სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების ერთ-ერთი პირობა კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლეა

სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების ერთ-ერთი პირობა კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლეა. სარეიტინგო გამოკითხვაზე გადაწყვეტილებას კი სხდომის თავმჯდომარე იღებს.
აღნიშნული საკითხი პარლამენტის რეგლამენტის 132-ე მუხლის II პუნქტის "კ" ქვეპუნქტით რეგულირდება, რომლის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას, ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით სარეიტინგო გამოკითხვას აწყობს და ავტორებს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას სთავაზობს.

სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების ინიციატივით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამოვიდა. კერძოდ, მათი შეთავაზება ასეთია: - კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე გატანამდე, სარეიტინგო გამოკითხვით გამოვლინდეს, თუ რამდენი ხმა აკლდება მის მიღებას, ხოლო ოპოზიცია უმრავლესობას ზუსტად იმდენ ხმას მისცემს, რამდენიც დააკლდება.