მიხეილ მაჭავარიანი: ხელის გადაგრეხვით ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება

მიხეილ მაჭავარიანი: ხელის გადაგრეხვით ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება

ხელის გადაგრეხვით ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება

, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ზაქარია ქუცნაშილმა თქვა, რომ "აღარ ვაპირებთ ხელის გადაგრეხვას და ისე ვაპირებთ ამ ცვლილების მიღებასო".

"უმრავლესობას ხმები არ აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ხელის გადაგრეხვით ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ სათანამშრომლოდ. ვინც დასაშინებელი იყო დააშინეს და გადაიბირეს. თუ ვინმე აპირებდა ამის გაკეთებას გამოსულიყო და ეთქვა. დღეს მათ ხმები არ აქვთ და მე მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი აგრძელებენ არის მხოლოდ მცდელობა, რომ მთავარი თემიდან გადაიტანონ ყურადღება", - განაცხადა მაჭავარიანმა.