გლდანის ციხეში მყოფი პატიმარი ბუნტის მცდელობას უარყოფს

გლდანის ციხეში მყოფი პატიმარი ბუნტის მცდელობას უარყოფს

სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ბუნტის მცდელობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ . ამის შესახებ ერთ-ერთმა პატიმარმა ლევან ცეცხლაძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისი მტკიცებით, სიმართლეს არ შეეფერება პარლამენტარ აკაკი მინაშვილის განცხადება, თითქოს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ბუნტის მცდელობაა.

"არანაირი არეულობა, ბუნტის მცდელობა არ არის და აქ ~მაყურებლები" არ არსებობენ. მე სახალხოდ ვაცხადებ, რომ არის სრული სიმშვიდე. აქ არსებობს ხუთი კორპუსი "ა", "ბ", "ც", "დ" და "ე". "ე" კორპუსი არის ადმინისტრაციული კორპუსის გვერდით, სადაც იმყოფებიან ძველი თანამშრომლები. მათ შორის ბატონი ახალაია, მკურნალიძე და დანარჩენები, სადაც არანაირი შეხების წერტილი არ აქვს სხვებს. თითქოსდა პატიმრები აგინებდნენ ახალაიას, მკურნალიძეს ან ძველ თანამშრომლებს, არ არსებობს. ყველა პატიმარი, მათ შორის "კრიტიდდან" გადმოყვანილი პატიმრები ვიმყოფებით სამასი მეტრით დაშორებული. ვინც იცის გლდანის ციხის ტერიტორია, იქ არანაირი ახლო ურთიერთობა არ აქვს სხვა კორპუსებს "ე" კორპუსთან",-აღნიშნა პატიმარმა.