ენგურის ჰიდროელექტროსადგური, 271,5 მეტრიანი თაღოვანი კაშხლით და წყალსაცავით, ნახშირბადის კრედიტებზე დარეგისტრირდა

ენგურის ჰიდროელექტროსადგური, 271,5 მეტრიანი თაღოვანი კაშხლით და წყალსაცავით, ნახშირბადის კრედიტებზე დარეგისტრირდა

2013 წლის თებერვალში ქვეყნისუდიდესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი დარეგისტრირდა სუფთა განვითარების მექანიზმის ფარგლებში კიოტოს პროტოკოლის  ეგიდის ქვეშ. არსებული შეფასებით ენგურჰესი ათწლიანი დაკრედიტების პერიოდში გენერირებას გაუწევს დაახლოებით 5.8 მლნ კარბონკრედიტს.

1300 მეგავატიანმა პროექტმა კიოტოს პროტოკოლში დარეგისტრირება შეძლო ევროპისა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, რომელმაც 1998 წელს დააფინანსა ენერგოეფექტურობის პროექტი და ხუთივე აგრეგატის განახლების  შესაძლებლობა გამოიწვია 70 მილიონიანი პროექტის ფარგლებში.

სწორედ ამ სარებილიტაციო სამუშაოებმა, რომელიც აქტიურ ფაზაში 2001 წელს შევიდა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოში ენერგოკრიზისის დაძლევის საქმეში.

„1998 წლიდან EBRD მიზანმიმართულად ეხმარება ენგურჰესს მოდერნიზაციაში და ენერგოეფექტურობის გაზრდაში.  სულ ახლახანს ბანკი დაეხმარა ენგურჰესს , რომ შეექმნა პოტენციალი, რათა მონეტარიზაცია გაეკეთებინა გარემოსდაცვითი სარგებელისთვის და შეემცირებინა სათბური გაზების ემისია“, - განაცხადა ფრისოდე იონგიმ, EBRD-ის მენეჯერმა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საბოლოო პროექტი უკვე რეგისტრირებულია კიოტოს პროტოკოლის სუფთა განვითარების მექანიზმის ფარგლებში და საშუალებას მისცემს ენგურჰესს მონეტარიზაცია გაუკეთოს CO2 ემისიის შემცირებას. ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მიღწევა საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთის, რომელიც დიდი ხანია იბრძვის ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რომელიც კარბონის ემისიებით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული“.

ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის რეაბილიტაცია არის მეოთხე რეგისტრირებული პროექტი საქართველოში სუფთა განვითარების მექანიზმის მიერ. რეგისტრაციის პროცესი ინიცირებული იყო ენგურჰესის მიერ, კომპანია ანხორციელებს პროექტს და მას დახმარებას უწევენ ICF International და EBRD.

წყარო: http://www.waterpowermagazine.com/news/newsenguri-registered-for-carbon-credits