საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში პარლამენტის სასეო დარბაზში დახურულ სხდომას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა, ის შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.
"არსებობს რაღაცეები, რაზეც ლაპარაკი არ შეიძლება და ის დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილებოდეს", - აღნიშნა ჩაფიძემ.
შეხვედრის შესახებ კომენტარები, სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.