პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა დასახმარებლად საერთაშორისო ფონდი ფუძნდება

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა დასახმარებლად საერთაშორისო ფონდი ფუძნდება

იუსტიციის სახლში ხვალ "პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ფონდის" პრეზენტაცია გაიმართება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" "პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო ფონდის" წარმომადგენლებმა აცნობეს, ფონდის ძირითადი მიზნებია: პოლიტიკურ პატიმართა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია; ფსიქოლოგიური დახმარება და რეაბილიტაცია; პროფესიული გადამზადება და შემდგომი დასაქმება; უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია; ფინანსური დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა.

ფონდი გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან; საქართველოს პარლამენტთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ფონდის/საზოგადოების დამფუძნებლები არიან ყოფილი პოლიტპატიმრები დავით შუკაკიძე, ჯემალ გუნდიშვილი, რამაზ ღვალაძე, მახარე სისაური, ვასილ გოგალაძე და ზურაბ ხუციშვილი

ფონდი დახმარებას გაუწევს ნებისმიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს და მათი ოჯახის წევრებს. სამომავლოდ იგეგმება რიგი საქველმოქმედო აქციებისა. აქციებიდან შემოსული თანხები მიზნობდივად მოხმარდება ყოფილ პოლიტპატიმართა, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და მათი ოჯახების წევრების რეაბილიტაციას, პროფესიულ გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას.