გიორგი ბარამიძე - ჩვენ მოველით, რომ უმრავლესობა უმცირესობასთან კონსტრუქციული მუშაობის აუცილებლობას გააცნობიერებს

გიორგი ბარამიძე - ჩვენ მოველით, რომ უმრავლესობა უმცირესობასთან კონსტრუქციული მუშაობის აუცილებლობას გააცნობიერებს

უმრავლესობას, როგორც ჩანს, არ ჰყოფნის ხმები, ამიტომ ოპოზიციასთან კონსულტაციებია საჭირო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ , საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციას პრინციპული წინააღმდეგობა არ აქვს. "ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. უმრავლესობას, როგორც ჩანს, არ ჰყოფნის ხმები, ამიტომ საჭიროა კონსულტაციები ოპოზიციასთან, რაზეც ჩვენ პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს. მაგრამ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს და პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ ის ისედაც არ პირებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და დაშალოს ახალი მთავრობა", - აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ერთიანად მიიღებს. "საბოლოო გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" მივიღებთ ერთიანად. ჩვენ მოველით, რომ ხელისუფლება და უმრავლესობაც გააცნობიერებს უმცირესობასთან კონსტრუქციული მუშაობის აუცილებლობას", - აღნიშნა გიორგი ბარამიძე.