ირაკლი ღარიბაშვილი:  ჩვენ ვართ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული, არამედ არჩეული მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული, არამედ არჩეული მთავრობა

ჩვენ ვართ არა პრეზიდენტის მიერ დანიშნული, არამედ არჩეული მთავრობა, - ასე ეხმაურება შს მინისტრილ ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის , ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, მათ შორის შს მინისტრი დაითხოვოს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი სპეკულაციაა.

"ეს სპეკულაციაა და ამაზე დიდ დროს არ დავხარჯავ. ჩვენ ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში და ვფიქრობთ პროგრესსა და განვითარებაზე. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და მოსახლეობამ აგვირჩია. ჩვენ არ ვართ პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა. მე ვარ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი და მზად ვარ ვემსახურო ქვეყანას მანამ, სანამ ამას გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი", - დასძინა ღარიბაშვილმა.