ირაკლი ღარიბაშვილი:  ჩემი მისამართით ბრალდება თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ უსაფუძვლოა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მისამართით ბრალდება თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ უსაფუძვლოა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გასულ წლებში სამინისტროდან თანამშროლების გათავისუფლების სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მისი მისამართით გავრცელებული ბრალდება თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ უსაფუძვლოა. 

"2010 წელს სამინისტროდან გაათავისუფლეს 3 456 თანამშრომელი. 2011 წელს 3500-2012 წელს 3400 თანამშრომელი. აქაც უსაფუძვლო ბრალდებებს ვისმენ ჩემი მისამართით, თითქოს მე ძალიან ბევრი ადამიანი გავუშვი სამსახურიდან", – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე ინფორმაციით, იმ ადამიანების დიდმა ნაწილმა, რომლებიც მისი მინისტრობის დროს სამსახურიდან გათავისუფლდნენ, სამინისტრო საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა.