ირაკლი ღარიბაშვილი:  მერაბიშვილი საერთოდ არაადეკვატური გახდა

ირაკლი ღარიბაშვილი: მერაბიშვილი საერთოდ არაადეკვატური გახდა

ვანო მერაბიშვილი ამ ბოლო დროს საერთოდ არაადეკვატური გახდა და ძალიან სასაცილო განცხადებებს აკეთებს, –ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს თანამშრომლებში დაბნეულობაა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი რატომღაც ძალიან ნერვიულობს.

"ის ნერვიული სტრესი, როდესაც მან მიიღო, როდესაც არჩევნები წააგეს, როცა დაკითხვაზე იყო სამინისტროში დაბარებული...ძალიან შეშინებული იყო სხვათა შორის, - მითხრეს. მე ის გულწრფელად მეცოდება. არავითარი დაბნეულობა პოლიციაში არ არის. ძალიან მკაფიო პოლიტიკას ვაწარმოებთ პოლიციაში. დაბნეული თვითონ არის, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს",-განაცხადა ღარიბაშვილმა.