ირაკლი ღარიბაშვილი:  დღეს არიან ისეთი მინისტრები, რომლებიც უკვე დააჯარიმა პატრულმა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არიან ისეთი მინისტრები, რომლებიც უკვე დააჯარიმა პატრულმა

ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, სადაც პატრული მინისტრებს დააჯარიმებდა და ამას მივაღწიეთ. ამის შესახებ განცხადება შსს-ს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შევხედრის დროს გააკეთა. 

მისი თქმით, დღეს არიან ისეთი მინისტრები, რომლეთა დაჯარიმებაც უკვე მოხდა პარტულის მხრიდან.

"როცა საფრანგეთში ვსწავლობდი, პატრულმა გააჩერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დააჯარიმა. ამის შემდეგ, მე ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, სადაც მინისტრების დაჯარიმება მოხდებოდა" – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პატრულის თამაშრომლები უსამართლოდ არავის აჯარიმებენ და არ დასდევენ სხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყნას",- განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პატრულის მიერ ჯარიმების რაოდენობის გაზრდას, მინისტრი აცხადებს, რომ პარტულის თანამშრომლები ვალდებულები არიან ყველა დარღვევასა და უკანონობაზე მოახდინონ რეაქცია.

"მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ჩვენ სხვანაირად წესრიგს ვერ დავამყარებთ საზოგადოებაში. ქართველი ხალხი არის წესრიგის მოყვარული, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ ჩარჩოები დ სწორი გზა", – აღნიშნავს მინისტრი.

ამასთან, ირაკლი ღაიბაშვილმა პატრულის თანამშრომლებს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი უკანონოდ არავის აჯარიმებენ.