ირაკლი ღარიბაშვილი:  ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების კეთების პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილი: ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების კეთების პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების კეთების პროცესი დაიწყო არა ორი კვირის, არამედ ერთი წლის წინ. 

მინისტრმა პოლიტიკური ოპონენტები დღეს ამ თემის ირგვლივ ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა ისიც, რომ მიდის უცხოელ პარტნიორებთან და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან მუშაობა. ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ პროცესი შეჩერდება.

"ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი ატეხეს. თქვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს მალავს. მინდა მათ შევახსენო, რომ პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო და ის ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დაწყებულა. ეყოთ ვაჟკაცობა, გნებავთ გამბედაობა და თქვან სიმართლე. ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში ვისმენდით მხოლოდ ტყუილს. ტყუილია, რომ თითქოს ჩვენ ამას ვმალავთ. პირიქით, ვმუშაობთ. პირადად შევხვდი ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს. უშუალოდ ჩავაყენე საქმის კურსში. ბუნებრივია, მათ ეს იცოდნენ, რადგან პროცესი დაწყებულია ერთი წლის წინ და არა ორი კვირის წინ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.