მაია მწარიაშვილი თბილისის პროკურატურაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

მაია მწარიაშვილი თბილისის პროკურატურაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

მაია მწარიაშვილი თბილისის პროკურატურაში მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. 

როგორც თბილისის ახალმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე კონკრეტული მოსაზრება არ აქვს, თუმცა ცალკეულ გადაადგილებებს არ გამორიცხავს.

"მთავარ პროკურორთან შეთანხმებით შესაძლებელია იყოს რაღაც გადანაცვლებები, მაგრამ ერთიანად კადრების დაცლა არ იქნება, რადგან სისტემა მეტ-ნაკლებად აწყობილია. შესაძლოა, მხოლოდ მცირე კორექტირება გავაკეთოთ. შემიძლია, თბილისელებს დავპირდე, რომ პროკურატურა ყველა თავისი რგოლით იქნება მაქსიმალურად ობიექტური, მიუკერძოებელი და სანდო დაწესებულება. ვეცდებით, არასოდეს დავაყენოთ კითხვის ნიშნები იქ, სადაც ჩვენი პროფესიული ღირსების საკითხები დგას", - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.