რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოიძებას თბილისის პროკურატურა გააგრძელებს

რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოიძებას თბილისის პროკურატურა გააგრძელებს

რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, 26 მაისის, 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" საქმეებიდან რამდენიმეს გამოძიებას თბილისი პროკურატურა გააგრძელებს. 

ამის შესახებ თბილისის ახლმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ის საქმეებია, რომლებსაც მთავარი პროკურატურის საგამოძოებო ნაწილი მისი ხელმძღვანელობით იძიებდა. თუმცა, ამ ეტაპზე მაია მწარიაშვილი ვერ აკონკრეტებს აღნიშნული საქმეებიდან, რომელი გადავა ქვემდებარეობის წესით თბილისის პროკურატურაში.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მაია მწარიაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ მას "მთავარი პროკურატურიდან მზითევად გამოატანს რამდენიმე რეზონანსული საქმე, რომელსაც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებდა".

არჩილ კბილაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით მთავარ პროკურატურას სურს, ხაზი გაუსვას თბილისის პროკურატურის მნიშვნელობას.