ირაკლი ღარიბაშვილი - 19 აპრილის ე.წ. აქციის თაობაზე წარმოდგენა ძალიან გაზვიადებულია

ირაკლი ღარიბაშვილი - 19 აპრილის ე.წ. აქციის თაობაზე წარმოდგენა ძალიან გაზვიადებულია

მე ვფიქრობ, ძალიან გაზვიადებულია წარმოდგენა 19 აპრილის ე.წ. აქციის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან დევანდელ შეხვედრაზე განაცხადა , როდესაც პასუხი გასცა კითხვაზე, რამდენად მომზადებული ხვდება შინაგან საქმეთა სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" აქციას. 

შს მინისტრის თქმით, მას უბრალოდ არ ესმის, რისი მოლოდინი აქვთ. "მაგრამ, მიუხედავად იმისა, ვინ ატარებს ამ აქციას, ჩვენ დავიცავთ წესრიგს, ისეთს, როგორიც არის მისაღები. თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ეს იქნება თავშივე აღკვეთილი და ყველა პროვოკატორი იქნება დასჯილი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.