პროკურატურაში მუშაობის დაწყების მსურველთაგან სარეზერვო ბანკი შეიქმნება

პროკურატურაში მუშაობის დაწყების მსურველთაგან სარეზერვო ბანკი შეიქმნება

პროკურატურაში მუშაობის დაწყების მსურველთაგან სპეციალური სარეზერვო ბანკი შეიქმნება, - ამის შესახებ თბილისის ახალი პროკურორის წარდგენისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ სარეზერვო ბანკში შევლენ ის ადამიანები, რომლებიც მომავლში, პროკურატურაში ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში გამწესდებიან. კბილაშვილის განმარტებით, პროკურატურაში მუშაობის დაწყების მსურველთა 3 000-ზე მეტი განცხადებაა შესული და მიმდინარეობს მათი დახარისხების პროცესი.

"პირველ ეტაპზე მათგან გამოვყოფ რამდენიმე ასეულ ადამიანს, შეიქმნება კომისია, რომელიც შერჩეულ ადამიანებს გაესაუბრება და საბოლოოდ შეიქმენება ერთგვარი ბანკი იმ პირებისგან, ვინც იმსახურებს იყოს პროკურატურის თანამშრომელი. ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში კი, იარსებებს ობიექტურად შერჩეული კადრი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე უარი თქვა კადრების ხელაღებით გათავისუფლებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წინა ხელისუფლების პერიოდში მსახურობდნენ.

"ეს იქნებოდა უსამართლო ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ვირჩევთ აღნიშნულ მეთოდს. პროკურატურა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში თანამედროვე მოთხოვნებთან. წარსული პერიოდის შენიშვნების შესასწავლად უკვე შექმნილია პროკურორთა ჯგუფი და გონივრულ ვადებში გაიცემა პასუხები შემოსულ საჩივრებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება თუ რა მასშტაბით და ვისი მხრიდან არსებობს გადაცდომები", - განაცხადა კბილაშვილმა.