"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციას დღეს დააფიქსირებს

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას უმცირესობის დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმოქმედებს ერთობლივად გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე უმცირესობას პოზიცია შეჯერებული აქვს და ამ პროცესში უმცირესობის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გუშინ პირველი მოსმენით განიხილეს, რომელსაც უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
ამასთან, გუშინვე ცნობილი გახდა, რომ გადაიდო პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომლის დროსაც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის თარიღი უნდა განსაზღვრულიყო.