ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "არაფერში გვჭიდება მერაბიშვილთან თანამშრომლობა და გამოცდილება"

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გამოცდილება არაფერში სჭირდება.

ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ახალ ხელისუფლებას ჯავახეთში არსებულ დაძაბულ სიტიაციასთან დაკავშირებით წინა მთავრობის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

"რაც შეეხება ჯავახეთში მიმდინარე ამბებს, არავითარი ვითარება არ არის დაძაბული, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და უპასუხისმგებლო განცხადებები. მე მოვუწოდებ ყველას და მათ შორის მერაბიშვილსაც, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ასეთ საკითხებს. იქ სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. არაფერში არ გვჭიდება მასთან თანამშრომლობა და გამოცდილება, გამოცდილებას აქეთ გავუზიარებთ თუ უნდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.